გიგა ბოკერია: “ნულოვანი ტოლერანტობა შეცდომა არ იყო”

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ერთ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გადაცემა "იმედის კვირაში" აცხადებს, რომ მათი ხელისუფლების პერიოდში გაცხადებულ ნულოვან ტოლერანტობას ის შეცდომად არ თვლის.

"შეცდომა ნულოვანი ტოლერანტობა  არ იყო დანაშაულის წინააღმდეგ. ჩვენ კარგად ვხედავთ, რასაც აკეთებს ახლა ტოლერანტი მთავრობა დანაშაულის მიმართ. ნულოვანი ტოლერანტობა იყო სწორი პოლიტიკა" – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით პარლამენტის წინაშე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2006 წელს წარსდგა: "ვაცხადებ ახალ კანონპროექტს – ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! ამ დანაშაულებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს – ყველა ციხეში!" – მიხეილ სააკაშვილმა "ნულოვანი მოთმინება" გამოუცხადა ყველა დანაშაულს: "ჰუმანურობის ნიადაგზე ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს. ამისთვის 3000-კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებთ, მზად ვართ, ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ,"- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...