გიგა ბოკერია “ნაცმოძრაობას”: რაც მეტი გავლენა გაქვს, მეტია პასუხისმგებლობა, ვიმედოვნებ გონიერება გაიმარჯვებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მალე შედგეს.

” არ არის დასამალი, ვიზე ვსაუბრობთ ხო? ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლებისგანაც აშკარად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მიდგომის გადახედვაა. საუბარი მეორე ტურებზე და საუბარი, რომ ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მაშინ აზრი არ აქვს. იმედი გვაქვს, ეს განცხადებები დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება რაღაც შეთანხმების ჩაშლისთვის. ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამის დიდი იმედი მაქვს. ვიმეორებ, ივანიშვილის რეჟიმი ყველა ვარიანტში უნდა დამარცხდეს მშვიდობიან არჩევნებში, მაგრამ ყველას გვესმის წარსული გამოცდილებიდანაც, რომ თუ ეს მარცხი არის მკაფიო პირველივე ტურში, რისკები რეაქციის, ივანიშვილის რეჟიმის, რისკები ქვეყნისთვის მცირდება.

თუ მეორე ტურში ირკვევა ვითარება, მაშინ ჩვენ არ ვიცით, ივაანიშვილის პოლიტიკურად არასტაბილური რეჟიმი როგორ ისტერიულ რეაქციას მისცემს და სრული უპასუხისმგებლობაა ამ რისკზე წასვლა, როცა შანსი გაქვს სიტუაციის გარკვევის პირველ ტურში და გარისკო მეორე ტურებამდე. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მეორე ტურში მოიგებენ, იმედი მაქვს და ვიმუშავებთ, რომ მეორე ტური სადაც იქნება, იქაც დამარცხდნენ. რა ლოგიკაა იმაში, რომ გავრისკოთ მეორე ტურები, როცა შეგვიძლია, პირველივე ტურებში ვითარება გამოვკვეთოთ.

ვიმეორებ, რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, უფრო მეტი გაქვს პასუხისმგებლობა და ეს ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, სრული პატივისცემით ყველას მიმართ. იმედი მაქვს, პასუხისმგებლობის გრძნობა და გონიერება გაიმარჯვებს და მალე გვექნება საზოგადოების წინაშე წარსადგენი სია, პირველ რიგში თბილისის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად