გიგა ბოკერია ნათია თურნავას: თქვენ ხართ უსინდისო და მატყუარა

ასეთი რეპლიკით უპასუხა პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები “ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე”.

“როდესაც ვსაუბრობთ კრიზისთან გამკლავებაზე, ნუ მოგაქვთ თავი ისე, რომ თქვენ გაქვთ რაღაც უპირატესი რეცეპტი. ძალიან მტკივა ხოლმე ამ ფაქტის განმეორება, მაგრამ მიწევს როგორც ჩანს – თქვენი ნამართი კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე. ჭკუის დარიგება თქვენგან არის მიუღებელი”, – განაცხადა ნათია თურნავამ საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების მისამართით.

მინისტრის ამ განცხადებას პლანერულ დარბაზში ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატების ხმაური მოჰყვა.

“თქვენ ხართ უსინდისო და მატყუარა”, –  უპასუხა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარსდგა. მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად