გიგა ბოკერია ნათია თურნავას: იცნობთ, ვინ არის “რემენა” და “რიჟა”?

“დაწყნარდით კოლეგებო, ყველა აღელვებული სახე უკვე გადაღებული და ტელეეთერებში გასულია”. – ასე მიმართა პარლამენტის დარგობრივი პოლიტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ოპოზიციონერ კოლეგებს, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოსმენის ფონზე ხმაური შეიქმნა.

ჭიათურელი მაღაროების თემაზე საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას კატეგორიულად მოსთხოვა, ტრიბუნიდან დაეფიქსირებინა, იცნობს თუ არა “რემენას” და “რიჟას.”

“მიპასუხეთ, იცით თუ არა, ვინ არის “რემენა”?” -მიმართა ნათია თურნავას გიგა ბოკერიამ და მას შემდეგ რაც მინისტრისგან პასუხი ვერ მიიღო, დაუსვა მორიგი შეკითხვა: “იცნობთ, ვინ არის რიჟა?”

ჭიათურაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრობლემად, რომ იქ პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტები ერეოდნენ და ხალხი გვერდით ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს გაყავდათ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრმა ოცწუთიან გამოსვლაში არ ისაუბრა იმ თემებზე, რის გამოც პარლამენტში დაიბარეს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მას შეუძლია ყველა წარმოდგენილ საკითხზე შეეწინააღმდეგოს მინისტრის მოსაზრებას, ვინაიდან მისი თქმით, ის მცდარია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი სხვა საკითხზე არსებობს, მინისტრის მიერ წამოჭრილ თემებს არ ჩაჰყვება.

„ნაციონალური მოძრაობაც“. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. “ახალი არაფერი მოგვისმენია, საუბარია იმაზე, რაც უკვე წერია მედიაში და ვისმენთ ტელევიზორში. რატომ ვკარგავთ დროს?“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნათია თურნავასთან შეკითხვები “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვისა და ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემაზე. მათ შორისაა “ევროპულ საქართველოს” – 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...