გიგა ბოკერია მიხეილ ყაველაშვილს: ჩვენს შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ, ხმაური იყო.

მას შემდეგ, რაც  “ევროპული საქართველოს” წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვება გადაწყვიტეს, მათ უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა  მიმართა, რომ “ისევე გარბიან დარბაზიდან, როგორც ომის დროს გარბოდნენ”.

მიხეილ ყაველაშვილის რეპლიკას გიგა ბოკერიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: “ჩვენს შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე”.

პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებს სიმშვიდისა და კორქტულობის დაცვისკენ  მოუწოდა.

“კორექტულად, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად