გიგა ბოკერია მარნეულის ინციდენტზე: ეჭვი ივანიშვილის გუნდზე ჩნდება… ძალადობას კი არ გმობენ, ტალახს აქეთ ოპოზიციას ესვრიან

ეჭვი ივანიშვილის გუნდზე ჩნდება… ძალადობას კი არ გმობენ, ტალახს აქეთ ოპოზიციას ესვრიან, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“როდესაც გვაქვს ფაქტები, როდესაც ოპოზიციაზე ხდებოდა თავდასხმა. ახსენეს კორცხელის ინციდენტი, არანკალები იყო სამცხე-ჯავახეთის ინციდენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. როდესაც ასეთი ფაქტები დევს და არ იძიებენ, ამ კონკრეტულ სემთხვევაშიც საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება ივანიშვილის გუნდზე. ამას ემატება ისიც, რომ რიგ შემთხვევებში გვაქვს არაერთი ჩვენება, რომ ეს ადამიანები აფილირებულები იყვნენ “ქართულ ოცნებასთან”.

ამ დროს რა გვესმის ხელისუფლებისგან? მაგალითად ოხანაშვილისგან? ტრაფარეტული შეიძლება იყოს, მაგრამ უნდა თქვან, რომ ვგმობ ძალადობას ვისგანაც არ უნდა მოდიოდესო და ამის ნაცვლად, ტალახის სროლა ისმის. ან კობახიძის განცხადება, როდესაც ოპოზიცია პედოფილებს შეადარა. ეს უნდა შეიცვალოს და მომაბალში ეს აღარ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, მარნეულში “ევროპული საქართველოს” აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად