გიგა ბოკერია: კობახიძე ლიდერია პოლიტიკურ კლოუნებს შორის, წულუკიანზე წინაც კია

თუ ოპონენტს ტერორიზმში ადანაშაულებ, ეს სერიოზული რამეა. ერთ-ერთი რამე რაც ამ ტიპის რეჟიმებს ახასიათებს არის ის, რომ სიტყვების გაუფასურება, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებას “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში საჯარო პოლიტიკა”.

“სიტყვები გაუფასურდა, ერთ-ერთი რამე რაც ამ ტიპის რეჟიმებს ახასიათებს არის ის, რომ სიტყვების გაუფასურება ხდება. ასეთ სიტყვას სერიოზული დატვირთვა უნდა ჰქონდეს. თუ ოპონენტს ტერორიზმში ადანაშაულებ, ეს სერიოზული რამეა. ეს არ არის უბრალოდ კრიტიკა, წარსულის კრიტიკაც კი არ არის. ამ მომენტისთვის კობახიძე ხომ არის ლიდერი პოლიტიკურ კლოუნებს შორის, წულუკიანზე წინაც კია. ხშირად ფაშიზმს ადარებს ხოლმე წინა ხელისუფლებას და ვერ ხვდება, რომ ამით ჩვენ კი არ გვაყენებს შეურაცხყოფას, არამედ მსხვერპლს, რომელიც იყო კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტება სტალინიზმთან ერთად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გია ვოლსკიმ თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ტერორიზმზეც კი არიან წამსვლელები.

“საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს, “ნაცმოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, გავრილოვი. ვინაიდან, დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზეთ, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს, არაფერს არ გამოვრიცვხავ. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად