გიგა ბოკერია: ივანიშვილმა უპირატესობა მიანიჭა მათ, ვინც თქვა, რომ ოპონენტი მტერია და უნდა გავანადგუროთო

ივანიშვილმა უპირატესობა მიანიჭა მათ, ვინც თქვა, რომ ოპონენტი მტერია და უნდა გავანადგუროთო, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“სამწუხაროდ, ივანიშვილმა თავიდანვე უპირატესობა მიანიჭა იმ ხალხს, ვინც საკითხი დასვა ასე, რომ ოპონენტი უბრალოდ ოპონენტი კი არ არის, თუნდაც მწვავე, არამედ არის მტერი და უნდა გავანადგუროთ და უნდა გაქრესო. ყველა ვინც გეუბნება, რომ ამას ნუ შვრებითო, ან დაქირავებულია, ან… მათ შორის საქართველოს დიდი ხნის მეგობრები. რომლებიც ამ ხელისუფლების დროსაც მთავარი დასაყრდნები იყვნენ და ნელ-ნელა მივედით ამ ვითარებამდე, რომ ის ხალხი, ვინც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, პუტინამდეც კი უჭერდნენ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ისინი არიან მტრები და ივანიშვილის ხალხში სიმპატიით გამოირჩეოდა ის ხალხი, ვინც მაგ საკითხში ან სკეპტიკოსი იყო ან პუტინური”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...