გიგა ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია

ივანიშვილის რეჟიმის ხელში „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი საფრთხეშია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ იდეის ერთგულები, რათა საბოლოოდ მოვიპოვოთ საკუთარი ადგილი თავისუფალ სამყაროში“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვარდების რევოლუცია“ დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის, ამ უბედნიერესი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რა დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თავისუფლებისკენ, საკუთარი ბუნებრივი ადგილისკენ თავისუფალ სამყაროში, ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ, მაგრამ რომელმაც ბოლომდე ვერ გაგვიყვანა თავისუფლების სამშვიდობოს.

ამ ყველა მონაპოვარს დღეს ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადად, მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლის, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც „ვარდების რევოლუციამ“ დაიწყო. არ უნდა დავუშვათ, რომ ამ იდეის, ქვეყნის თავისუფლების იდეის მტრებმა ჩვენც ჩაგვითრიონ ამ მორევში დაპირისპირებისას, არ გადავუხვიოთ იმ იდეალებს, რის გამოც მოხდა „ვარდების რევოლუცია“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...