გიგა ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი თავისი მოქმედებებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ყველა მიღწევას

„ივანიშვილის რეჟიმი თავისი მოქმედებებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ყველა მიღწევას, მაგრამ ამის მიუხედავად მე იმედი მაქვს, რომ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოება და ქვეყანა არა მთავრობა იმსახურებს ამ ფუნდამენტურ უფლებას” – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროკომისიის უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ანგარიშს.

“ჩვენ ამას შევინარჩუნებთ ოღონდ იმისთვის, რომ საფრთხე არ დამძიმდეს, აუცილებელია ამ ხელისუფლების შეცვლა და არ არის გაუგებარი რატომ ამახვილებენ ჩვენი პარტნიორები ყურადღებას მაღალი დონის კორუფციაზე, სასამართლოზე იმაზე, რომ ჩიხში შეიყვანა ქვეყანა.“ – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის ევროკომისიამ გამოაქვეყნა უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ანგარიშში, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი და რომელიც ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს წარედგინება.

კომენტარები
იტვირთება...