გიგა ბოკერია ინგა გრიგოლიას: მოდით, თამამი თქვენ იყავით, მე არათამამი ვიქნები

“კომპლიმენტის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ზურა ჯაფარიძე იყო იმათ შორის, ვისთანაც “ევროპულ საქართველოს” ყველაზე მეტი სიახლოვე ჰქონდა სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ შეცდომად მიმაჩნია ხელის მოწერა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“კომპლიმენტის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ზურა ჯაფარიძე იყო იმათ შორის, ვისთანაც “ევროპულ საქართველოს” ყველაზე მეტი სიახლოვე ჰქონდა სხვადასხვა საკითხებზე. შეცდომად მიმაჩნია ხელის მოწერა. დღეს რაც ხდება, ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონი ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებეთან დაკავშირებით. ახლა ოპოზიცია პრეზიდენტთან მიდის, რომ ვეტო დაადოს. კარგია თუ ვეტოს დაადებს, მაგრამ აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. იმის ნაცვლად, რომ ვითარება განმუხტულიყო და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დაწყებულიყო, ამის ნაცვლად შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში ეს დარაკონული კანონი მიიღეს”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, ოპოზიციის დამსახურებითმოხდა, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ “დამსახურებით არა”.

ამაზე ინგა გრიგოლიას რეპლიკა ასეთი იყო: “იყავით თამამი და პირდაპირ გაეცით პასუხი”, – რაზეც ბოკერია ასე პასუხობს:

“მოდით თამამი თქვენ იყავით და მე არათამამი ვიქნები.

ეს იყო ოპოზიციის შეცდომა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...