გიგა ბოკერია: იმედი მაქვს, სააკაშვილს არ მოუწევს ციხეში 6 წელი ჯდომა – უპასუხისმგებლობაა, თუ შენ ჰპირდები პარტიის ლიდერს იმას, რაც ხელში არ გიჭირავს

იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს არ მოუწევს ციხეში 6 წელი ჯდომა, ოღონდ სხვებისგან განსხვავებით, უპასუხისმგებლო განაცხადს, რომ ვინმეს გარანტიას ან განცდას აძლევდე, რომ „ჩამოდი და ვერ დაგიჭერენ“ – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს არ მოუწევს ციხეში 6 წელი ჯდომა, ოღონდ სხვებისგან განსხვავებით, უპასუხისმგებლო განაცხადს, რომ ვინმეს გარანტიას ან განცდას აძლევდე, რომ „ჩამოდი და ვერ დაგიჭერენ“. უპასუხისმგებლობა არის, თუ შენ ჰპირდები შენს პარტნიორს, მითუმეტეს შენი პარტიის ლიდერს იმას, რაც ხელში არ გიჭირავს. მისი პატიმრობა არ არის მისი პარტიის ან მისი პერსონალური პრობლემა. ეს არის ქვეყნის პრობლემა, მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვისაც ძალიან არ მოსწონს სააკაშვილი ან მთლიანი ყოფილი ხელისუფლება. პრინციპული საკითხია მისი პატიმრობის შეწყვეტა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ან პოლიტპატიმარს ტყუილი ვუთხრათ, რომ ახლავე შევძლებთ შენს გათავისუფლებას ისე, რომ ივანიშვილის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში. ეს ალოგიკურია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...