გიგა ბოკერია: გრიგოლ ვაშაძემ ჩვენ არაფერ შუაში ვართო და დანაშაულზე თითის გაშვერით ლაპარაკობდა… მათ სიტყვასაც არ აქვს ფასი

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მნიშვნელოვანი ნაწილისგან განსხვავებით წარსულზე საუბრისას… სააკაშვილის ჩათვლით, გრიგოლ ვაშაძე, ყველანი, რომლებიც იძახიან ქვეყანა წინ წავიყვანეთო, რაც სიმართლეა, ოღონდ ჩავარდნებზე და შეცდომებზე ჩვენ არაფერ შუაში ვართო. კი, ბოდიში მოიხადეს, ოღონ იქამდე თქვეს ჩვენ არაფერ შუაში ვართო და დანაშაულზე ლაპარაკობდა გრიგოლ ვაშაძე თითის გაშვერით. ამიტომ, მათ სიტყვასაც არ აქვს ფასი. სააკაშვილიც იძახის ხოლმე, რომ იქ ვიღაცებმა შემომატყუეს, დროზე უნდა მომეხსნა, ოღონდ მერე ისევ გადათქვამს ხოლმე. თავზე ნაცრის ყრას უძახდა თავის დროზე.

ჩვენ ყოველთვის ერთი გზავნილი გვქონდა. კარგზეც და ცუდზეც, ყველა ვინც პოლიტიკური ფიგურა ვიყავით, პასუხს ვაგებთ იმ წონით, რაც გვქონდა. ოღონდ ჩვენ ამას ზრდილობისთვის კი არა, გააზრებული გვაქვს, რა არის შესაცვლელი. სააკაშვილივით კი არ ვამბობთ, არაფერი თანამდებობა მინდაო, მერე რომ გაირკვა რომ თურმე უნდა, ორი წლით მინდაო, ეს არ არის დამაჯერებელი, მე არ მჯერა მისი, რომ ის შეძლებს ქვეყნის წინ წაყვანას. ქვეყნის წინ წაყვანას შეძლებს ის გუნდი, ვინც სიტყვას უფრთიხლდება, ამას უნდა შეხედონ ამომრჩევლებმა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად