გიგა ბოკერია: გრიგოლ ლილუაშვილი ივანიშვილის ანტურაჟის ჩვეულებრივი ნაწილია

“გრიგოლ ლილუაშვილი ივანიშვილის ანტურაჟის ჩვეულებრივი ნაწილია”,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერია სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილის დამტკიცებას ჟურნალისტებთან საუბრისას და განმარტა, რომ პრობლემა არა მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის პერსონაში, არამედ იმ ვითარებაშია, რომელიც ქვეყანაში დგას.

„სუს-ი ჩვენი დროის პრობლემური უწყების, კუდ-ის გაუარესებული ვერსიაა. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, რომ მას ჰქონდა პოლიტიკური პოლიციის პრობლემები. ეს სუს-ი მთლიანად პოლიტიკური პოლიციაა, რომელიც ივანიშვილის დაკვეთით და დავალებით არ ებრძვის ქვეყნის გარე მტრებს და რეალურად არ ებრძვის კორუფციას. თვითონ ლილუაშვილმა უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა კითხვებზე პასუხით. მაგალითად, „გავრილოვის ღამეზე” საუბრით. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ნაწილი ივანიშვილის ანტურაჟის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. გრიგოლ ლილუაშვილი ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით იქნა დამტკიცებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად