გიგა ბოკერია: გონს მოგება გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშვნას

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის გზავნილი ოპოზიციასთან შეხვედრის გარეშეც ძალიან მკაფიო იყო.

“შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სასამართლო ხელისუფლებაზე როცა იყო საუბარი, ეგ თემა მოიცავდა არჩევნებსაც. [ოპოზიციასთან] შეხვედრა რომ ყოფილიყო, ამას გამოვიყენებდით, მაგრამ ამ შეხვედრის გარეშეც ძალიან მკაფიო იყო სახელმწიფო მდივნის გზავნილი სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, საჯაროდ რაც ჩაითვალა საჭიროდ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი განცხადებით, მშვიდობიანი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ივანიშვილი კი გონს მოეგოს.

“ერთი დასკვნაა, რაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს და უკვე აქვს – ეს ბრძოლა მშვიდობიანად უნდა გავაგრძელოთ და ივანიშვილი რაც უფრო სწრაფად მოეგება გონს, ამ გზავნილების შედეგად და ქართული საზოგადოების გზავნილის შედეგად, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მისთვის პერსონალურად და გონს მოგება გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშვნას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოში პომპეოს ვიზიტი დასრულდა. ის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად