გიგა ბოკერია: გიორგი ქობულიას ბიძინა ივანიშვილის ხსენება არ უნდოდა

​ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან პარლამენტში გამართულ ღია შეხვედრას ესწრებოდა.

“გიორგი ქობულიას განცხადებები იმას ადასტურებს, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ეს არის არაფორმალური მმართველობის ვითარება, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მას ამ გვარის ხსენება რომ არ უნდოდა, გასაგებია. ის, რომ კორუფციისა და დისფუნქციისკენ გრძელდება ვარდნა, ფაქტია. კარგი მაგალითი მოიყვანა, რომ სწრაფად უნდა გასცე ინვესტორებისთვის დოკუმენტები. რეგლამენტი მოხსნილია, რაც გზის გახსნაა ნეპოტიზმისა და კორუფციისთვის. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას ანგრევს. ამომწურავ მოხსენებას ვერ დავარქმევდი, რადგან უფრო მკაფიო პასუხების მომხრე ვიქნებოდი”.

გიგა ბოკარიამ შეხვედრაზე არაერთხელ მოუწოდა გიორგი ქობულიას, რომ პრობლემებზე საუბრისას “ქართული ოცნების” ლიდერის სახელი და გვარი მკაფიოდ დაესახელებინა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გამოსვლა დეპუტატების წინაშე არ იყო ამომწურავი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...