გიგა ბოკერია: გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა საზოგადოებისთვის სილის გაწვნაა

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვპირველთან” განაცხადა

“ეს არის სილის გაწვნა მთელი საზოგადოებისთვის. მთელი 7 წელი ამის დემონსტრირება იყო, მაგრამ ახლა არის ღია დემონსტრირება ივანიშვილისგან, რომ მას არ აინტერესებს რას ვფიქრობთ მის ნაბიჯებზე. მე შემიძლია ჩემი გავიტანო და ასეთ ვითარებაში, როდესაც დაძაბული იყო ვითარება, იმ რისკების ფონზე რაც საქართველოს აქვს სპეციალურად გადადგას ნაბიჯი აბსოლუტურად დისკრედიტირებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი ფიგურის მარიონეტად პრემიერმინისტრად დაყენების ამაზეა საუბარი. მართლა საზოგადოებასთან ომის გამოცხადებაა, პოლიტიკური ომის გამოცხადებაა და კიდევ ერთი საბუთი იმისი, რატომ არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამ ხელისუფლების და ივანიშვილი მმართველობის დასრულება და ის მიიღებს ამ თავხედობაზე პასუხს არჩევნებზე. ოღონდ იქამდე, მშვიდობიანი პროტესტის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა

შს მინისტრამ  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირედი საკადრო ცვლილებები იქნება.

გახარიას მინისტრთა კაბინეში  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...