გიგა ბოკერია: ღარიბაშვილის, წულუკიანის და ახლა უკვე გახარიას ლექსიკა ქვეყნისთვის სახიფათოა

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მწვავე კრიტიკა ნორმალური პროცესია, თუმცა როდესაც ეს ტონალობა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული და სიძულვილს ქადაგებს, ქვეყნისთვის სახიფათოა.

„პოლიტიკოსებს შორის ერთმანეთის მწვავე კრიტიკა ნორმალური ამბავია. არანორმალური და ქვეყნისთვის სახიფათოა, როცა ეს ტონალობა გადადის საზოგადოების დაყოფის გზავნილზე და სიძულვილის ქადაგებაზე სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს შორის. ღარიბაშვილის, წულუკიანის და ახლა უკვე გახარიასი და ყველას ლექსიკა, რომლითაც საზოგადოებას ელაპარაკებიან, მტრებად აცხადებენ, არამარტო მათ პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ მხარდამჭერებსაც“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად