გიგა ბოკერია: ღარიბაშვილი იძახის რა კარგია არჩევნები 3 წელი არ იქნებაო, მას არჩევნები ბოროტებად მიაჩნია

ღარიბაშვილი იძახის რა კარგია არჩევნები 3 წელი არ იქნებაო, მას არჩევნები ბოროტებად მიაჩნია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ მთავარის” ეთერში განაცხადა.

“იძახიან, რომ 3%-იც რომ ავიღოთ, მაინც არ იქნება ვადამდელიო, ღარიბაშვილი იძახის, რომ რა კარგია, 3 წელი არ იქნება არჩევნებიო. თავისთავად მრავლისმეტყველი განცხადებაა, არჩევნები ბოროტებად მიაჩნია. ეს ძალიან ნიშანდობლივი სიგნალია, მაგრამ ეს ხომ იმისთვის ითქმევა ივანიშვილის პროპაგანდის მხრიდან, რომ მათი სქემა – დაშინება მოსყიდვის გაამყარონ ხელისუფლების ვერტიკალში. ანუ, ყველას უთხრან, რომ ჩვენ ვრჩებით ყველა ვარიანტში, ამიტომ გარისკეთ და დაარღვიეთ კანონი, მოგვეცით ხმა, ან დაემორჩილეთ ზეწოლას და მოსყიდვას, კარუსელით იქნება თუ სხვა მხრივო, რაც 2020-ის არჩევნებზე იყო.

სხვაგვარად ამ დარტყმას არ მიიღებდნენ, რაც საერთაშორისო ასპარეზზე იყო, მათ გამწვავება კი არ უნდათ ურთიერთობის. კონფლიქტი კი არ უნდა, მაგრამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელია”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები
იტვირთება...