გიგა ბოკერია: გავრილოვის ღამე დარჩება 2019 წლის სიმბოლოდ

“გავრილოვის ღამე დარჩება 2019 წლის სიმბოლოდ და ქართული საზოგადოების გამარჯვებად”,- ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

ამასთან, ბოკერია დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები და, პირველ რიგში, პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებელია.

“უდავოდ, აუცილებლად მოხდება ცვლილება და ჩვენ, მთელი საზოგადოება უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ეს ცვლილება მოხდეს რაც შეიძლება ნაკლები რისკებით ქვეყნისთვის. ეს ცვლილება აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამას გამოხატავს კვლევის შედეგებიც, რომელიც თქვენ გაქვთ. გასულ წელზე როცა ვსაუბრობთ, მძიმე იყო გავრილოვის ღამე. ცუდი ამბავი იყო, რაც იქ მოხდა, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია მთელი ამ რუსული ნარატივის ფონზე, როდესაც საზოგადოება შეიკრა, დარჩება 2019 წლის სიმბოლოდ და ქართული საზოგადოების გამარჯვებად. ასევე გავრილოვის ღამე დარჩება მტრის მცდელობად, რომ თავზე მოეხვია ჩვენთვის თავისუფლებაზე უარის თქმა”, – აღნიშნა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად