გიგა ბოკერია: გამოვიდა, რომ პოლიტიკური მძევლების თავისუფლება გაიცვალა მოძალადეების გამართლებაში

გამოვიდა, რომ პოლიტიკური მძევლების თავისუფლება გაიცვალა მოძალადეების გამართლებაში, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“უტრირება რომ მოვახდინო, გამოვიდა, რომ ჩემი აზრით (ჯერ არ აქვთ დამტკიცებული) მოძალადეების გამართლებაში გაიცვალა პოლიტიკური მძევლების თავისუფლება. ერთ-ერთის ჯერ არც გაცვლილა. ეს სახიფათო პრეცენდენტია მომავალში რომელიმე ავტორიტარულ რეჟიმთან, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობაში.

ვიმეორებ, აქ რომ იყოს იმაზე საუბარი, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდა და ფურცელი გადავშალეთ, გასაგები იქნებოდა. ადამიანებს გული ეტკიენებოდათ, მაგრამ თუკი მათთან ინტერაქციაში მოხდებოდა განხილვა, ამას გაიგებდნენ, ახლა ეს არ ხდება, ბევრ მიკიბ-მოკიბვას ჰქონდა ადგილი და ბევრ სიცრუეს”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...