გიგა ბოკერია: გახარია ეხლა ავალებს ხალხს, რომ 3 000 კოვიდ საწოლი სასწრაფოდ უნდა იყოსო

გახარია ეხლა ავალებს ხალხს, რომ 3 000 კოვიდ საწოლი სასწრაფოდ უნდა იყოსო , რესპირატორები არა აქვთ, ტიკარაძემ თქვა, რომ 65% შევსებულია უკვეო. როცა ციფრები იზრდება, მეტია ეხლა , ვიდრე გაზაფხულზე და ეს არის მაგალითი იმისი, რომ თვითტკბობის, თვითქების ან ქედმაღლობის უტიფარი გამოყენების პოლიტიკური ამოცანებისთვის ამ გამოწვევის მაგალითია ივანიშვილის მთავრობა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ფოთის მაჟორტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ განაცხდა.

“უმძიმესი დარტყმა მიაყენეს გაჭირვებულებს, საშუალო კლასს, მთელ ქვეყანას , ეკონომიკას, ჩვენ ოჯახებს., სხავადასხვა დოზით რა თქმა უნდა. ეს დრო იმისთვის მაინც უნდა გამოეყენებინათ, რომ როცა გახსნი ეკონომიკას მზად იყო ამ ვითარებისთვის. სულ ჩაკეტილი შეუძლებელია ყოფნა. ახლა ირკვევა, რომ ელემენტარული საკითხები, მაგალითად, კოვიდ საწოლებზე არ მომზადებულან, აბა რას აკეთებენ, რისთვის ჩაკეტეს ეკონომიკა თუ არა მომზადებისთვის, შემდეგი ტალღა როცა მოვიდოდა გარადუვლად. გახარია ეხლა ავალებს ხალხს, რომ 3 000 კოვიდ საწოლი სასწრაფოდ უნდა იყოსო, რესპირატორები არა აქვთ, ტიკარაძემ თქვა, რომ 65% შევსებულია უკვეო. როცა ციფრები იზრდება, მეტია ეხლა , ვიდრე გაზაფხულზე და ეს არის მაგალითი იმისი, რომ თვითტკბობის, თვითქების ან ქედმაღლობის უტიფარი გამოყენების პოლიტიკური ამოცანებისთვის ამ გამოწვევის მაგალითია ივანიშვილის მთავრობა.

ციფრებით მანიპულირებენ, დაუწევენ ტესტებს თითქოს რაღაც პროგრესია. თუ რამე კარგად გამოიყურება რაღაც მომენტში ეს არის მათი დამსახურება და მადლობა უნდა უხადოს ხალხმა. თუ რამე სხვა პრობლემააა ეს არის სხვების, ხალხის ან ოპონენტების ბრალი. ეს არის მათი სურათი და ეხლა ისევ არალეგალური, შერჩევითი, გაუაზრებელი შეზღუდვები, რომელიც ვირუსს ვერაფერს ვერ უზამს. მარტო ეკონომიკას, მოქალაქეებს, საშუალო კლასს, წვრილ და საშუალო მეწარმეებს დაარტყამს. ეს არის მათი ქაოსი. არანაირი ხედვა, არანაირი გეგმა და ისევ კმაყოფილება, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ამ ცვლილებებს მოიტანს ხალხი არჩევნებზე და მერე „ევროპულ საქართველოს“ აქვს კომპასიც, გეგმაც ამ გარდამტეხი ცვლილებების“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 ლოგინი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად