გიგა ბოკერია: ეს კარტია, რომ თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს. ეს ასე არ არის, ეს ასე არ იქნება

“ევროპული საქართველოს” ერთერი ლიდერის, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგა ბოკერიას შეფასებით,  ბიძინა ივანიშვილი ეცდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი, 2018 წლის მსგავსად, 2020 წლის არჩევნებზეც სათავისოდ გამოიყენოს, თუმცა, ამჯერად ეს არ გამოუვა.

“ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი ჰქონდა სათამაშო – სააკაშვილის დაბრუნების საკითხი. დაბრუნდება, როცა დაბრუნდება, რას უზამენ – მთელი ეს არანორმალური კონტექსტი ჩვენი ქვეყნისთვის, ახლა იქნება ეს – მისი პრემიერობის საკითხი. ივანიშვილი შეეცდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად, ამ კარტის გათამაშებას, ოღონდ ამჯერად წარუმატებლად. ეს კარტია, რომ თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს. ეს ასე არ არის, ეს ასე არ იქნება. იქნება გარდამტეხი ცვლილებები, იქნება კოალიციური, ევროპული მთავრობა, გონივრული კომპრომისებით, მაგრამ მკაფიო ხედვით – გადასახადების დაწევით, კერძო საკუთრებით, თავისუფალი სასამართლოთი და სწორ გზაზე დგომით, სწორი კომპასით“- განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურს, საქართველო 2012 წლამდე ვითარება დააბრუნოს, ბიძინა ივანიშვილის მიზანი – არსებული ჩიხური მდგომარეობის შენარჩუნებაა, ევროპული საქართველო კი მოქალაქეებს ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად