გიგა ბოკერია: ელისაშვილს დავუჯდები დებატებზე, თუ კობახიძესთან ერთად მოვა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია თანახმაა “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს დებატებში დაუჯდეს, ოღონდ მისი პირობაა, რომ ელისაშვილმა დებატებზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძეც უნდა მიიყვანოს.

ასეთი პასუხი გასცა გიგა ბოკერიამ გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვას, რომელიც ასე ჟღერდა: “დებატზე რატომ თქვა უარი ბოკერიამო, დაუჯექით რა დებატზე”.

გრიგილიას კითხვას ბოკერია ასე პასუხობს:

“არა. კობახიძესთან ერთად თუ მოვა, მაშინ დავუჯდები. ალეკო და კობახიძე ერთად თუ მოვლენ, მაშინ დავუჯდები. ჩემთვის კი არ არის ალეკო უკვე ირაკლი კობახიძე, არამედ თვითონ გააკეთა ეს არჩევანი. ჩვენ მას არ ვეთანხმებოდით, მაგრამ არ ვესხმოდით თავს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა კითხვით თუ რატომ არ დაუჯდა დებატებში გიგა ბოკერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად