გიგა ბოკერია ეკა კვესიტაძეს: ჩემი პოზიცია დღის განმავლობაში არ იცვლება ხოლმე, თუ სააკაშვილში აგერიეთ არ ვიცი

სააკაშვილი სამი დღის წინ ამ შეთანხმებას მიწაში დებდა და იქამდე პლებისციტის იდეით რომ გამოვედით თქვა, რომ ეს მიუღებელიაო და ახლა მე მეუბნებით რომ მარტო დარჩით და შეიცვალა ჩვენი პოზიციაო?- ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ “გადაცემა “ღამის მთავარი”-ს წამყვანის, ეკა კვესიტაძის შეკითხვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკაშვირებით.

ბოკერიას თქმით, მისი პოზიციები დღის მანძილზე არ იცვლება ხოლმე.

,,თქვენ მეუბნებით რომ დღის განმავლობაში შეიცვალა ჩემი პოზიცია? ჩემი პოზიცია დღის განმავლობაში არ იცვლება ხოლმე. თქვენ თუ სააკაშვილში აგერიეთ არ ვიცი, სააკაშვილი სამი დღის წინ ამ შეთანხმებას მიწაში დებდა და იქამდე პლებისციტის იდეით რომ გამოვედით თქვა, რომ ეს მიუღებელიაო და ახლა მე მეუბნებით რომ მარტო დარჩით და შეიცვალა ჩვენი პოზიციაო? უცნაური დასაწყისი იყო ძალიან“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...