გიგა ბოკერია: ეგრე შეგიძლია კანონი დაწერო და შენ გადაწყვიტო ვინ იქნება ოპოზიცია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პარლამენტში 3-4 დეპუტატის შეყვანა სურათს ვერ შეცვლის. მისი თქმით, ეგრე კანონის დაწერაც შეუძლიათ, რომლითაც თავად გადაწყვეტენ ვინ იქნება ოპოზიცია.

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი იმიტომ წვალობს პარლამენტში ოპოზიციის შეყვანაზე, რომ მისი სრულად მოშიშვლება რისკად მიაჩნია.

“ეგ ზედაპირზე დევს, რა რიტორიკაც აქვთ, რომ მაინც მრავალპარტიული პარლემნტი იქნება, რაც სრული სისულელეა. მრავალპარტიულობა იმით ხომ არ გაისაზღვრება ვიღაცას იპოვი თუ არა, რომ პარლამენტში ზეწოლის შედეგად შემოიყვანო. 3-4 დეპუტატის შეყვანა არაფერს არ ცვლის. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც საზოგადოების ნებას გამოხატავს, იმ მანიპულირებული რიცხვების გამო, რაც დაწერეს, გადაწყვეტილება მიიღო. 99.9%-მა.

ახლა თუ ვინმეს დააშინებ… ეგრე შეგიძლია კანონი დაწერო, რომ მოდი მე დავწერ, ვინ იქნება ოპოზიციაო. არის ეგეთი ქვეყანა თურქმენეთი, სადაც ნიშნავენ ოპოზიციას ღიად. ივანიშვილი იმიტომ წვალობს ამდენს, რომ შეიყვანოს ოპოზიცია პარლამენტში, რომ თავისთავად სარისკოდ მიაჩნია, როდესაც ასე მოშიშვლდება რეჟიმი. მასაც და მასზე უფრო ავტორიტარულ რეჟიმსაც კი, მაგალითად როგირც არის პუტინის რეჟიმი. ეს არ არის ჩრდილეოთ კორეა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად