გიგა ბოკერია: დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, მშვიდობიანიც და არამშვიდობიანიც

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.

„ეს არის სწორედ გამოსავალი, რათა ავიცილოთ თავიდან ერთი მხრივ, კატასტროფული საფრთხე დიქტატურის სტაგნაციის და მეორე მხრივ, რისკები ნებისმიერი სახის რევოლუციისა. ამიტომ გვინდა სწორედ ვადამდელი, ნორმალური არჩევნები მთელი ეს ნარატივი, რომ აქციები, რაღაცა ქუჩა არ გვინდა, ასე ვინც ლაპარაკობს, გულწრფელად ვერ ერკვევა იმაში, რას ნიშნავს თავისუფალი საზოგადოება ან უბრალოდ დავალებას ასრულებს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ღრმა კრიზისზე ლაპარაკი და არა ჩვეულებრივ აქციებზე. როდესაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს განცდა, რომ არც ერთ ინსტიტუტს არ ენდობა ხელისუფლების და აქვს განცდა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, თუ ამ განცდას უქმნი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს განცდა მოიხსნას. ამ განცდის მოხსნას სჭირდება ახალი, ნორმალური არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ის, რაც საქართველოს სჭირდება დღეს და ყველას საქართველოში, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად