გიგა ბოკერია: დიალოგი შეწყვიტეს საზოგადოებასთან, როდესაც უთხრეს, ფეხებზე გვკიდიხართო

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია ხელისუფლებას საკუთარ დაპირებას ახსენებს და ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან იმ წინადადებით უნდა დაბრუნდეს, რომელიც საზოგადოებას “გავრილოვის ღამის” შედეგ დაპირდა.

“დიალოგი შეწყვიტეს მათ საზოგადოებასთან, როდესაც უთხრეს, რომ ფეხებზე გვკიდიხართო და რადგანაც ესეთი უტიფარი გზა ავირჩიეთ, მოდი დავიჭერთ იმ ხალხს, ვინც პოლიტიკურად გვაწუხებსო.

დაიჭირეს იქამდე არა ერთი ფიგურა და მერე გიგი უგულავა. ახლა უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებებთან იმ წინადადებით, რაც რაც ივანიშვილმა უთხრა ხალხს გავრილოვის ღამის შემდეგ… თუ მოეგებიან გონს კი ბატონო, ჩვენც ეს გვინდა და მერე დამარცხდებიან არჩევნებში, თუ არ მოეგებიან გონს, იქნება ცუდი ქვეყნისთვის, მაინც დამარცხდებიან და თან ძალიან მწარედ,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად