გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია ნაკაშიძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება სიმონ ნოზაძის გამოსვლის შემდეგ გიგა ბოკერიას რეპლიკას მოჰყვა, სადაც სიმონ ნოზაძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა.

„შედეგები სახეზეა, თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, ჩაგითრიეს იმ ომში, დაგაკარგვინეს ტერიტორიები, ეს იყო თქვენი პოლიტიკის საბოლოო შედეგი, თქვენ დაგიჯეროთ ახლა?! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გინდათ, ამ ხელისუფლებასაც შეცდომა დააშვებინოთ, მერე თქვათ, აი, თქვენც ხომ დაუშვით შეცდომა. არის საკითხები, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ნუ მოვაბეზრებთ თავს წუწუნით ჩვენს პარტნიორებს. აუცილებელია არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობა, არამედ ურთიერთობა აფხაზეთთან და ცხინვალთანაც. ამაში მე დასაძრახს არ ვხედავ, ეს ხომ ტაქტიკური შეხვედრა იყო ლავროვთან. ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ლავროვი ახლა იმას იტყოდა რომ ეს ნამდვილად ოკუპაციააო? შეხვედრა იმიტომ ტარდება, რუსული და ქართული მხარე თავის პოზიციებს დააფიქსირებენ. დიალოგი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება თქვენს დაჟინებულ პოზიციას, რომ მოვითხოვოთ რუსეთს ეკონომიკური სანქციები ჩვენი გულისთვისაც გამოუცხადონ. სანქციები უმკაცრესი აქვს რუსეთს და კიდევ უფრო მკაცრდება. საკმარისია ბატონო გიგა (ბოკერია) ჩვენ მოვითხოვოთ რუსეთის წინაღმდეგ სანქციები, რუსეთი დაგვიწყებს ჩვენ სათანადო სანქციების გატარებას ეკონომიკურს. გაცილებით მეტად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. მე მგონია ეს ექსპრეზიდენტის(მიხეილ სააკაშვილის) პოზიციაა, ის ნეგატივის გარდა სხვა გზას ვერ ხედავს, თავის ადგილი ჰპოვოს საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. მე მგონია, რომ ეს წინასწარ შეთანხმებული თამაშია, მაგრამ მეტისმეტი მოგივიდათ და გადაამლაშეთ. ჯვარი წერია საქართველოს, სააკაშვილი რომ დაბრუნდეს საქართველოში, პირველი თქვენ მიირბინეთ მასთან“, – მიმართა სიმონ ნოზაძემ სხდომათა დარბაზში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს და აღნიშნა, რომ საქართველოს დეპუტატებიც უნდა შეხვდნენ რუს კოლეგებს.

სიმონ ნოზაძის გამოსვლის შემდეგ გიგა ბოკერიამ განაცხადა: “ბოდიში, არ ვისმენდი და ვერ გავიგე ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი, უმრავლესობის სახელით თუ თავის ფრაქციის. თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, უმრავლესობას ვთხოვ თქვას, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას რეპლიკას ილია ნაკაშიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად