გიგა ბოკერია, COVID-19-ის თემაზე „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ დებატებში იწვევს

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგა ბოკერია, COVID-19-ის თემაზე „ოცნებას“ და „ნაციონალებს“ დებატებში იწვევს. მისი თქმით, ამ ორ პოლიტიკურ ძალას „ევროპელებისგან“ განსხვავებით არ გააჩნია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დასძლიოს ქვეყანამ არსებული კრიზისული მდგომარეობა.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ დაჟინებული განცხადება ერთერთი ყველაზე უფრო გამორჩეული პოლიტიკური კლოუნის ივანიშვილის გარემოცვიდან კობახიძის, რომ ივანიშვილის რეჟიმი აპირებს ისევ იგივენაირად ქვეყნის ჩაკეტვას ამ პანიკის ფონზე, რაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით არის. ამ ხალხის, ყველა სპიკერის ივანიშვილის სიტყვის ფასი ვიცით. ჩვენ , „ევროპული საქართველოს“ მონაცემებით ისინი ამ პანიკურ ვითარებაში, როცა არც მოემზადნენ ამ მეორე ტალღისთვის და არანაირი ნაბიჯები არ გადადგეს , მაშინ როცა ქვეყანა ჩაკეტილი ჰქონდათ და როცა ეკონომიკური ზიანი მიაყენეს ყველა ოჯახს საქართველოში, განიხილავენ რეალურად ისევ იმ გაუაზრებელ , პანიკურ ჩაკეტვას ქვეყნის , რომელიც ამ მთავრობის პირობებში არათუ არ მოუტანს არანაირ შვებას პანდემიის ფონზე ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გამოიყენეს ლოფდაუნი , არაფერი არ გააკეთეს, არამედ უზარმაზარი და უმძიმესი დარტყმა იქნება საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის , განსაკუთრებით საშუალო კლასისთვის და გაჭირვებულებისთვის.აღსანიშნავი ის ამბავია, რომ ამ თემაზე ივანიშვილის რეჟიმის ლიდერებს , არც თვითონ არაფორმალურ ლიდერს , ქვეყნის მმართველს, არც მის პოლიტიკურ ეფექტ თოჯინას დებატებში ჩვენთან მონაწილეობა არ მიუღია,და არც ხედვა დაუდვიათ იმ შემთხვევაში თუ დარჩებოდნენ ხელისუფლებაში, რა ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით, უბრალოდ იგნორირებას აკეთებენ ამ უზარმაზარი გამოწვევას, რასაც ეკონომიკური ვარდნა და პანდემია ჰქვია.არც „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენს მთავარ კონკურენტს ოპოზიციის შიგნით, არცერთ დებატებში არ მიუღიათ მონაწილეობა ამ თემასთან დაკავშირებით. საერთოდ, ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ამ თემაზე დებატებში მონაწილეობაზე თქვა უარი. ახლაც არ არის გვიან, ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს მკაფიო ხედვა იმ გარდამტეხ პროცესებზე, რაც უნდა მოხდეს პანდემიის და ეკონომიკის გომოწვევის ფონზე. მზად ვართ ამ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა და ეს სჭირდება არჩევნებამდე თუნდაც რამოდენიმე დღით ადრე საზოგადოებას, რომ იცოდეს, როგორც დღევანდელი კატასტროფის შემომყვანის, ივანიშვილის გუნდის ხედვა, ისე სააკაშვილის და მისი ლიდერების, რომლებიც წარსულში იყურებიან და „ევროპული საქართველოსი“ . საზოგადოებამ უნდა იხილოს რა ნაბიჯებს სთავაზობს მას პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, ასეთი გამოწვევის დროს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად