გიგა ბოკერია: ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო, ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა

„ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო, ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა“, – ეს განცხადება გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, სააკაშვილს საკუთარი ამბიციები ამოძრავებს მხოლოდ.

„სააკაშვილმა, ჯერ კიდევ მაშინ საჯაროდ შეგვთავაზა, ისევ ორ პოლისიანობა, რომ თურმე ერთიანი სია უნდა შევქმნათ და საჯაროდ ეს ჩვენ ვუარყვავით, რადგან ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც სააკაშვილი და ივანიშვილი წარმოადგენს და პროპორციული არჩევნებითვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება, „ევროპული საქართველო“ მათ შორის, რომ ყველა ამომრჩეველს ქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა. გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარების შეთანხმება, ისევე როგორც თბილისში, რაც ჩაშალა სააკაშვილმა. ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება სააკაშვილთან და მისი პრემიერობა. ყველაფერი ჩაშალა სააშვილმა თავისი ამბიციების გამო და უკან ყურების გამო, ამიტომ ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად