გიგა ბოკერია: ჩატაევს ციხიდან გაშვება “ქართული ოცნების” უმძიმესი შეცდომა იყო

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თავის დროზე ჩატაევი რატომ დაიჭირა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ იარაღის ტარებისთვის და არ დაიჭირეს როგორც ტერორისტი? – ბოკერია ასე პასუხობს:

"ეშმაკი დეტალებშია. ის, რომ ჩვენი სპეცრაზმელები ცდილობდნენ თუ არა ჩატაევის გამოყენებას, ინფორმაციის მოსაპოვებლად, ეს ცალკე თემაა. ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ადამიანი იყო იმ ჯგუფთან ერთად რომლებმაც მძევლები აიყვანეს და მოითხოვდნენ მათ გადაყვანას დაღესტანში. რუსეთი ამას გამოიყენებდა თქვენც იცით როგორც, იმიტომ რომ დაღესტანში მიმდინარეობდა სამხედრო მოქმედებები. საჯაროდ ცნობილია, რომ ის ჯერ თანამშრომლობდა ჩვენთან და შემდეგ გადავიდა ექსტრემისტების მხარეს. 

მხოლოდ იარაღის ტარება არ ყოფილა ბრალდებად, სერიოზული ბრალდება იყო, მძიმის…თუ პროკურორმა რაღაც ეტაპზე გადაწყვიტა, რომ ამ ტიპის ბრალდება ყოფილიყო. ამ ფაქტიდან 2 თვე იყო გასული და უნდა დაემძიმებინა თუ არა ბრალდება. ესეც რომ იყოს საგანი მისი გაშვება მაინც უმძიმესი შეცდომა იყო", – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად