გიგა ბოკერია: ბიძინა ივანიშვილი განწირულია და არის რისკები მეტი სისულელე ჩაიდინოს

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“არჩევნები არის 100%-იანი გზა ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლით. ყველა მოქალაქე უნდა მოვიდეს. დღეს ეს ყველაფერი, სურათი აჩვენებს რომ განწირულია ბიძინა ივანიშვილი, არის რისკები რომ მან ამ განწირულობის გამო უფრო მეტი სისულელე ჩაიდინოს.

ჩვენ, “ევროპული საქართველო” იმისთვის ვართ რომ არ გადავაჩეხინოთ ეს ქვეყანა უფსკრულში. ქვეყანა თუ უფსკრულში გადაიჩეხა, ვერავინ ვერ იხეირებს.

მხოლოდ მშვიდობიანად გავუშვათ. შემდეგ კი, ხელისუფლებაში მოვიდეს გუნდი, რომელიც პოპულიზმში კი არ ეჯიბრებოდა ივანიშვილს ეხლაც, როგორც ზოგიერთი ოპოზიციონერი აკეთებს, არამედ აქვს მყარი ხედვა, ტყუილების გარეშე ამ უმძიმესი ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანის”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად