გიგა ბოკერია ბერძენიშვილს: მე ვაპირებ, თაობათა შორის ხიდი ვიყო

“მესმის, დავით ბერძენიშვილი საკუთარ თავზე საუბრობს, რომ უნდა გაიწიოს და თავი გაწეულად მიაჩნია”.

ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დავით ბერძენიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის თავისი თაობის პოლიტიკოსებს „ოდნავ მაინც გვერდზე გაწევისკენ“ მოუწოდებს.

„მე უკვე ერთხელ ვუპასუხე ბატონ დავითს. მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი. მე ვაპირებ, თაობათა შორის ხიდი ვიყო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ: “რესპუბლიკელების” ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებით დაწერა:

„განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები.

ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ (ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90-იანებიდან ვჩანვართ სულ), გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც.

კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, ვიდრე მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდე უფრო უმოწყალოდ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...