გიგა ბოკერია: ბელადის, მაგალითად სააკაშვილის მსგავს დაპირებებს არ გავცემთ ამომრჩეველზე

ბელადის, მაგალითად სააკაშვილის მსგავს დაპირებებს არ გავცემთ ამომრჩეველზე, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ჩვენ – “ევროპული საქართველო” უბრალოდ იმას კი არ ვთავაზობთ ამომრჩეველს, რომ ივანიშვილი წავიდეს და მერე რაც იქნება, იქნება. ან, ვინმე ბელადისნაირ დაპირებებს, რომ უცებ აგაშენებ და ოქროს კოშკებს აგიგებ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, ვინ არის ასეთი ბელადი? – პასუხობს:

“მაგალითად სააკაშვილი. სხვათა შორის ეს არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ჩვენ შორის. გვაქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა. არ შეიძლება უბრალოდ პირდებოდე ყველაფერს. ეს ხომ სიცრუეა. როგორც ივანიშვილი პირდებოდა უფასო ფულს და ა.შ. თუმცა, ივანიშვილის დონემდე არავინ არ არის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად