გიგა ბოკერია ყოფილ თანაგუნდელებზე: მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად

„ევროპული საქართველოს“ ახლად არჩეული თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით დღევანდელ პარტიული ყრილობაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილება რთულ დროს მიიღეს.

„სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ.
ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის.

რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, მათ გადაწყვეტილებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ერთად გავლილი გზისთვის, წარმატება ვუსურვო მომავალ გზაში, თუ ეს გზა ემთხვევა ჩვენს ინტერებს და ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, დღეს დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პარტიას ტოვებს.

„ევროპული საქართველო“ დატოვა გიგი უგულავამ. ამასთან, პარტია დატოვა პოლიტიკოსმა ლევან თარხნიშვილმაც. ცოტა უფრო ადრე, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...