გიგა ბოკერია: არაფერი შეცვლილა, ხვალ, პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხვალ დაგეგმილი პიკეტირება მაინც გაიმართება.

როგორც გიგა ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განუცხადა, არაფერი შეცვლილა.

„მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა. ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიანი პიკეტირება იქნება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლება და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...