გიგა ბოკერია: ის რომ ვასაძეს საკანში ჩემთან ერთად უნდა, არ ვიცი სიმპატიის გამოხატვაა თუ არა

პროგრესი მაქვს, სხვები ჩემს ციხეში ჩასმას ითხოვდნენ, ვასაძეს კი ჩემთან ერთად უნდა საკანში, – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბიზნესმენ ლევან ვასაძის მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.

“თქვენც აღნიშნეთ, რომ პროგრესი მაქვს, სხვები უბრალოდ ჩემს ციხეში ჩასმას ითხოვდნენ. მას კი ჩემთან ერთად უნდა საკანში. ოღონდ ეს სიმპატიის გამოხატვად უნდა ჩავთვალო თუ არა, არ ვიცი. მაგრამ თავი რომ დავანებოთ ამ საშიში კლოუნის სასაცილო ნაწილს, ეს განცხადება არის საშიში იმიტომ, რომ ხელისუფლება გვყავს ისეთი როგორიც გვყავს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ლევან ვასაძემ დღეს გიგა ბოკერიასთან მიმართებით ასეთი განცხადება გააკეთა:

“მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც(“ევროპული საქართველოს” ლიდერი) დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი არეულობის მცდელობისა. ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით, ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, მერე ნამდვილად გექნებათ ლეგალურად დაკავების მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე”.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...