გიგა ბოკერია ანრი ოხანაშვილს: ვიდრე სიტყვებს შეარჩევთ, ვინმესთან მაინც გაიარეთ ხოლმე კონსულტაცია

“ვიდრე სიტყვებს შეარჩევთ, ვინმესთან მაინც გაიარეთ ხოლმე კონსულტაცია. ჩვენ იცი რაზე ვზრუნავთ? გასაქცევი რომ არ გქონდეთ არჩევნები რომ მოვა თქვენ, ბატონო ანრი, ფეხაკრეფით რომ წახვიდეთ”

ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია  „ევროპული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.

აღნიშნულის საპასუხოდ, ანრი ოხანაშვილიმა აღნიშნა,  რომ გიგა ბოკერია დღეს განერვიულებულია.

„ფეხაკრეფით რომ გაიპარებით ხოლმე, ვიდრე სხდომა დასრულდება, დღესაც ასე აპირებთ, თუ დაგველოდებით ბოლომდე და მოისმენთ? უბრალოდ, პოლიტკორექტულობის საკითხია, ფეხაკრეფით გაიპარებით და აქ ცარიელი სკამებია ხოლმე. დღესაც ასე აპირებთ, თუ გეყოფათ მოთმინების უნარი, პოლიტკორექტულობა, დაგველოდებით აქ და მოისმენთ პოზიციებს? ბატონი გიგა გაღიზიანდება, დღეს განერვიულებულია, იქნებ დაგველოდოთ ბოლომდე და მოისმინოთ პოზიციები“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა დროისთვის ოხანაშვილის საუბრისას მიკროფონის გათიშვისკენ მოუწოდა.

„ბატონო არჩილ, წესები დაიცავით, როგორც კი ბატონი ანრი მისთვის ჩვეულად ამ უაზრობის თქმას დაიწყებს, გაუთიშეთ, ხომ არ გეშინიათ? ამ კაცში საშიში არაფერია, გაუთიშეთ ხოლმე. ფეხაკრეფით გაპარვა რა არის? ვინმესთან მაინც კონსულტაცია გაიარეთ ხოლმე, ვიდრე სიტყვებს შეარჩევთ. ჩვენ იცი რაზე ვზრუნავთ? რომ გასაქცევი არ გქონდეთ არჩევნები რომ მოვა თქვენ, ბატონო ანრი, ფეხაკრეფით რომ წახვიდეთ. გაიგე?“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად