გიგა ბოკერია: ახლაც მელიას პოლიტიკური დამცირება სურთ, ამას ოპოზიციამაც შეუწყო ხელი

ევროპული საქართველოს თავჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას, იმის მაგივრად, რომ ქართული ოცნებისათის ვითარება გაერთულებინა, პირიქით, შეამსუბუქა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი ოპონენტების პოლიტიკური დასუსტება და განადგურებაა, ამ შემთხევაში კი ეს ნიკა მელიას ეხება.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ ყველაფერში ივანიშვილის რეჟიმს ხელი შეუწყვეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც გაუაზრებლად და ნაჩქარევად მოაწერა ხელი შეთანხმებაზე.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს თუ გაუვიდა, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი ექნება ყველა ოპონენტის პოლიტიკური ნეიტრალიზაციის. ამ შემთხვევაში ნიკა მელიასი. ასეთი სურვილი რომ აქვთ, ეს ცნობილია. იმედი მაქვს, ამას საბოლოო ჯამში, ვერ შეძლებენ. ამ შეთანხმებამ, ამ შეცდომამ, იმის მაგიერ, რომ მათთვის ვითარება გაერთულებინა , პირიქით, შეუმსუბუქა და ეს იყო შეცდომა. ამ მძიმე პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობას სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ძალები ინაწილებენ, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა და გამარჯვებად გამოაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წამს, როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ უმარტივესი გზით გაათავისუფლონ. ეს სურვილი რომ არ აქვთ, პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება, მორალური დისკრედიტაცია და ძალის დემონსტრირეება რომ სურთ, ეს იცით. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა გაუზარდა შეთანხმებამ, ამას ჩვენ ყველა ვხედავთ.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელშია, როცა მოუნდებათ, მარტივი მექანიზმია – აღკვეთის ღონისძიებას ცვლი, ეს უმარტივესად ხდება. ოღონდ, მათ სურთ პოლიტიკური ოპოზიციის, პოლიტიკური ოპონენტების, რეჟიმის კრიტიკოსების პოლიტიკური დასუსტება და განადგურება, ამ შემთხვევაში ეს ნიკა მელიას ეხება. ამ ვითარებას იყენებენ, რაშიც სამწუხაროდ, ხელი შეუწყვეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც გაუაზრებლად და ნაჩქარევად მოაწერა ხელი. ახლა რასაც ვუყურებ, იქაც მისი პოლიტიკური დამცირება სურთ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია: “ოცნებას” სურს

კომენტარები
იტვირთება...