გიგა ბოკერია: 4 აპრილის აქციაზე ან ბევრი ხალხი მოვა, ან ძალიან ბევრი, თუ გინდათ სანაძლეო დავდოთ

4 აპრილის აქციაზე ან ბევრი ხალხი მოვა, ან ძალიან ბევრი, თუ გინდათ სანაძლეო დავდოთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ყველა მთავრობა მათ შორის ჩვენიც, ზოგჯერ ბრიყვილად, მაგრამ ყოველთვის აპელირებდა ამითი. ამით კი არ იზომება აქცია რამდენი ადამიანია გამოსული, არამედ იმით, რამდენი ხანი გრძელდება ეს პროტესტი და რა განწყობაა ხალხში. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ხალხი მოვა აქციაზე, მაგრამ თუ იმდენი არ იქნება, რამდენიც მე მინდა, ეს არსებითად არ ცვლის სურათს.

რა შეუძლია ოპოზიციას ესეც გამოჩნდება და საზოგადოების განწყობაც. სხვადასხვა მოქალაქეები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ, თქვენ თავის დაზღვევა ახსენეთ და თავიც უნდა დაიზღვიო, როცა ეს საქმეს სჭირდება, ოღონდ ამ შემთხვევაში, მე მაგ ტერმინს არ გამოვიყენებდი – მოვა ბევრი ხალხი ან ძალიან ბევრი ხალხი. თუ გინდათ მცირე სანაძლეო დავდოთ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანმა ვახო სანაიამ უთხრა, რომ არ უნდა სანაძლეო, რაზეც ბოკერიამ ასეთი რეპლიკა გააკეთა:

“იაფფასიანად ვიხუმრე”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად