გიგა ბოკერია: 2012 წლის არჩევნები ნაღდად არ იყო იდეალური, მაგრამ ისტორიული იყო ხელისუფლების გადაცემის პროცესი

2012 წლის არჩევნები ნაღდად არ იყო იდეალური, მაგრამ ისტორიული იყო ხელისუფლების გადაცემის პროცესი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“2012 წელს ისტორიული მოვლენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის არჩევნები ნაღდად არ იყო იდეალური, მაგრამ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესი სამაგალითო იყო რეგიონში და ეს მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი იყო. მაგრამ მაშინ ერთი მონოლითური გუნდიდან, რომლის ნაწილიც მეც გახლდით, მოხდა გადაცემა მეორე ერთ ადამიანზე ჩამოკიდებულ გუნდზე, ბევრად უფრო ერთპიროვნულზე, ვიდრე წინაზე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...