გიგა ბოკერია: 16 დეკემბრის აქციაზე მოლოდინები ვერცერთ შემთხვევაში დაკმაყოფილდება

ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე, მისი განცხადების მოკლე შინაარსი ასეთია, რომ ეს აქცია, რომელსაც 16 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს უშედეგოა?

“სამწუხაროდ ისეთი მოლოდინები შეიქმნა ამ განცხადებებით, რომ ეს მოლოდინები ვერ დაკმაყოფილდება ვერცერთ შემთხვევაში. არასწორი ტაქტიკაა…” – თქვა ბოკერიამ.

წამყვანის კიდევ ერთ კითხვაზე, არის სალომე ზურაბიშვილი მისი პრეზიდენტი პასუხობს, რომ მისი რჩეული პრეზიდენტი არ არის.

“ეს განცხადებები, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩემი პრეზიდენტი, შინაარსს მოკლებულია. აქედან გამომდინარე, ამ განცხადებებით გამოწვეული კითხვაც. განვმარტე უკვე, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების მანდატი, მაგრამ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი და ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ძალადობრივი პრეზიდენტით. ასეთი გზავნილით ამომრჩევლის მობილიზება, რომ ჩემი პრეზიდენტი არ არის ზურაბიშვილი და ჩემი პრეზიდენტი ვაშაძეა, შეცდომაა!” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად