გია ჟორჟოლიანი შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად აუცილებელი ფინანსების მობილიზების წინადადებით გამოდის

პარტია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი გამოდის ინციატივით, რომელიც რომ შემოსავალდაკარგული ადამიანების გადასარჩენად აუცილებელი ფინანსების მობილზებას გულისხმობს.

„შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას გულისხმობს ჩვენი წინადადება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს- შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს.ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით  – 1 წლის ვადით მთავრობის მიერ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს.

“1 აპრილს, მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება არსებული ბიუჯეტიდან ოპტიმიზაციისა და მომჭირნეობის საშუალებით 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ ეკონომიკის და სოციალური სფეროს მხარდასაჭერად. დამატებით გამოიყოფა 351 მილიონი ლარი უშუალოდ ჯანდაცვის სფეროსთვის. ამავე დროს, პრემიერმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება 3 მილიარდი ლარით. არ არის გამორიცხული და სავარაუდოა საბიუჯეტო შემოსავლების კიდევ უფრო მეტი კლება და ხარჯების კიდევ უფრო მეტი ზრდა.

აშკარაა, რომ ამ ზარალის დაბალანსებას და ჩვენს მოქალაქეთათვის აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას არ ეყოფა მხოლოდ ის სახსრები, რომლებიც შეგვიძლია, მოვიზიდოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და უცხოელი დონორებისგან. სოციალური და ეკონომიკური რთული მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მძიმდება და უახლესი 6-8  თვის (ან 1 წლის) განმავლობაში რეცესია და ეკონომიკის უპრეცენდენტო ვარდნაა პროგნოზირებული.

ამ საგანგაშო და ურთულეს ვითარებაში სრულად უნდა იქნეს ამოქმედებული ყველა მოაზრებადი შიდა რესურსი მთავრობის მიერ ადამიანთა გადასარჩენად. ჩვენ სრულად ვიაზრებთ პრემიერის მიერ გახმოვანებულ პოზიციას: სრული პასუხისმგებლობა კრიზისის დაძლევაზე, მოქალაქეთა გადარჩენაზე და ეკონომიკის პოტენციალის შენარჩუნებასა და მომავალ განვითარებაზე ეკისრება მთავრობას. შესაბამისად, სწორედ მთავრობისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა მოაზრებადი რესურსის (ფინანსური და არაფინანსური) მობილიზება ამ ამოცანების გადასაჭრელად.

სწორედ აუცილებელი ფინანსების მობილიზებას შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად გულისხმობს ჩვენი წინადადება, რომელიც უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით. ასეთი თანხა მოგროვდება თუ შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს,6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით  – 1 წლის ვადით მთავრობის მიერ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენიხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ სოლიდარულ აქციას.

მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად