გია ვოლსკი ჟურნალისტების ნაწილზე: ესაა ფსიქოლოგიური ტერორი, უზნეო, აღტაცებული სპეკულირება ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებით

მთაწმინდაზე, “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე, სადაც თბილისის მერობის კანდიდატი უნდა დასახელებულიყო, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკისა და ჟურნალისტებს შორის ინციდენტი მოხდა, რასაც მოგვიანებით გია ვოლსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“მერის კანდიდატის წარდგენიდან გამოსულს ერთი ტელევიზიის აქტივისტი მეკითხება, ეთანხმებით თუ არა კალაძის განცხადებას, რომ ჟურნალისტები ზეწოლას და ბულინგს ახორციელებენო. არ ვეთანხმები, რადგან ეს არაა ზეწოლა, ესაა ფსიქოლოგიური ტერორი, უზნეო, აღტაცებული სპეკულირება ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებით და ეს არც პირველი შემთხვევა! ესაა ფსიგოლოგიური ძალადობა საზოგადოებაზე, ახალგაზრდობაზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, იმათმაც რა ქნან?! გვეკითხებიან, მოგვზდევენ, გვიყვირიან, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ… რასაკვირველია ყველას არ ეხება.” -წერს გია ვოლსკი.

მთაწმინდაზე, სადაც “ქართული ოცნების” ღონისძიებაა და თბილისის მერობის კანდიდატი უნდა დაასახელონ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მისვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა.

მან ჟურნალისტებს ლექსო ლაშქარავას ფოტო გამოგლიჯა და თქვა: “ეს ბიჭი არ არის თქვენი, ეს ბიჭი ჩემია”.

იქამდე ჟურნალისტებთან შენიშვნა გამოთქვა და მათ “ცხედართან მოცეკვავეები” უწოდა.

კომენტარები
იტვირთება...