გია ვოლსკი: ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა, ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალსიტებს განუცხადა და განმარტა, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობა გაიმართა, სადაც განხილული იქნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შესაბამისი ანგარიში და უმრავლესობის წევრებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიციები ამ საკითხებთან მიმართებაში.

„მთავარი თემა მე მაინც მგონია არის ის, რომ დაახლოებით 6 ათასზე მეტი განუხილავი საქმე დევს სასამართლოში და ცოტა ხანში ეს სერიოზულ პრობლემად გადაექცევა ქვეყნას, რაც გასათვალისწინებელია. დღეს, ჩვენი სასამართლო ყველა შესაბამისი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში პირველ ოცეულშია, 18 – 19 ადგილზეა და ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას სტანდარტით უსწრებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად