გია ვოლსკი: ვემზადებით მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯერჯერობით მიმდინარეობს განხილვა, რა ფორმით ჩაერთვებიან ლიდერები წინასაარჩევნო მუშაობაში და რომელ რეგიონებში ივლიან.

“ჩვენ ვემზადებით მაჟორიტარობის კანდიდატების დასასახელებლად უახლოეს პერიოდში. განხილვები მიმდინარეობს ყოველ დღე, მათ შორის სიის. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და აუცილებელი არ არის სიის პირველ ნომრად დაასახელო, რომ პარტიის ლიდერის ფუნქცია რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. პარტიის ლიდერი საარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება. ფორმებზე, მეთოდებზე ვყალიბდებით, როგორ ჩაერთვებიან ლიდერები, სად ივლიან, რომელ რეგიონებში. ეს ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. რეალურად სამუშაო რეჟიმია და სამუშაო რეჟიმში ყველა ჩავერთვებით და მათ შორის პარტიის თავმჯდომარე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად