გია ვოლსკი: უკრაინა მხარს გვიჭერს ისევე, როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინა საქართველოს მხარს უჭერს, ისევე როგორც საქართველო გამოხატავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა,  შექმნილ ვითარებაზე მსოფლიოს მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა აუცილებელია.

„უკრაინა მხარს გვიჭერს ისევე, როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და პარლამენტში მათ მიმართ მხარდამჭერი აქტიც მივიღეთ. არ მახსოვს, რომ მაშინ ოპოზიციას მხარი დაეჭიროს ან ეაქტიუროს. შეიძლება რუსეთმა იმ დღესვე არ შეასრულოს ის, რასაც არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო მოუწოდებს, მაგრამ მსოფლიოს მხრიდან პოზიციის გამოხატვა და ყოველდღიური პრესინგი არის აუცილებელი, მადლობა ამისთვის უკრაინას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მკაცრად გმობს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრასა და უკანონოდ დაკავებას.

უკრაინის საგარეო უწყება მოითხოვს, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის ქმედებები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და გაათავისუფლოს საქართველოს დაჭრილი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად