გია ვოლსკი: შს მინისტრის გადადგომის თემა გადაფარვის კლასიკური მაგალითია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს სურს, სახელმწიფო დანაშაულებრივ პოლიტიკასა და იმ ვითარებას შორის დასვას ტოლობის ნიშანი, რომელიც 20-21 ივნისს შეიქმნა.

გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პოსტიდან გადაყენება სწორედ იმ მიზნით არის მოთხოვნილი, რომ საზოგადოებაში ტოლობის ნიშანი დაისვას.

„მათი ხელისუფლების პირობებში ადამიანებს ჯანმრთელობა, სიცოცხლე წაართვეს და დაამცირეს. გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენება სწორედ იმ მიზნით არის მოთხოვნილი, რომ საზოგადოებაში ტოლობის ნიშანი დაისვას. თვალი იმ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ, რომ ჩვენ სამართლებრივად საკმაოდ ინტენსიურად ვიმოქმედეთ იმ ფაქტებზე, რომელსაც სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა ბრალდებულმა მხარემ არათუ რაიმე მოქმედება ჩაატარა, არამედ ელემენტარული სინანულიც არ გამოუთქვამს მძიმე დანაშაულის გამო. თუნდაც, იმ ოთხი ადამიანის მოკვლის გამო, რასაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი. საზოგადოებამ თვალი ამას რომ არ გაუსწოროს, შს მინისტრის გადადგომის თემა დღის წესრიგში იქნება, რაც არის გადაფარვის კლასიკური მაგალითი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...