გია ვოლსკი: შალვა თადუმაძის დიპლომი ნამდვილია

“გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომი ნამდვილია. ეს ვიცით ჩვენ. თუ ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო აქვს და ადასტურებს ამ საწინააღმდეგო აზრს, რასაკვირველია, ამ თემაზე უნდა ისაუბროს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ეჭვებს შეეხებოდა.

მისი თქმით, შეკითხვები, რაც არის საზოგადოებაში და აქვს მედიას, აქვს უმრავლესობასაც.

“დიპლომი არის ნამდვილი და შალვა თადუმაძე არის ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად